უჩმანის საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია გაკვეთილი ჩატარდა
08-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დამრიგებლისა და სკოლის ექთნის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა - „პირველადი დახმარება“ გახლდათ.
მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ ადამიანს პირველადი დახმარება. მათ ეს პრაქტიკაშიც გამოსცადეს, სადაც საჭირო უნარები გამოავლინეს.
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია