ტობანიერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ტიციან ტაბიძის იუბილე აპრილის სურნელით გაჟღენთილ ხეივანში აღნიშნეს
08-04-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში, პირველკლასელებმა, მასწავლებლის - ლამზირა ცირამუას ხელმძღვანელობით, ტიციან ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

„ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან “ დაბადებული პოეტის იუბილე პირველკლასელებმა აპრილის სურნელით გაჟღენთილ სკოლის ხეივანში აღნიშნეს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პატარებმა ისაუბრეს დიდებული პოეტის შესახებ. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს დიდი ენთუზიაზმით გაუზიარეს.

მათ ასევე პოეზიის საღამოც გამართეს, როგორც აღნიშნავენ,  თავიანთ ენერგიულ, ინოვატორ, დაუღალავ ლანა (ლამზირა ცირამუა) მასწავლებელთან ერთად. მათ ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203