განძის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა თვალით დანახული ზღაპრის გმირები
08-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათ სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აქტივობებით ანებივრებენ. 

ახლახან, მეორეკლასელებმა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“. ზღაპრული აქტივობა პატარებს პედაგოგმა მანანა კირკიტაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეები შემოქმედებით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთნენ, ზაპრის გმირები დახატეს, მათ შესახებ ისაუბრეს და ლოგიკურად იმსჯელეს. 

აღსანიშნავია, რომ განძის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203