თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის პალეონტოლოგიისა და მინერალების მუზეუმს სტუმრობდნენ
08-04-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ახლახან, სკოლის XI კლასის მოსწავლეები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პალეონტოლოგიისა და მინერალების მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორ ხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შახტური წესით.

„ბატონმა დავით კუპატაძემ წაიკითხა შთამბეჭდავი, საინტერესო ლექცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნული კლასის გეოგრაფიის პედაგოგი ქეთევან რაზმაძე ხოლო დამრიგებელი რუსუდან ფარცხალაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203