
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წახალისებულია, სპორტის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მოსწავლეთა შორის მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა, ბავშვებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც დირექციამ წამახალისებელი სიგეებითა და მედლებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: