აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და აქტივობები განახორციელეს. ღია ცის ქვეშ მათ პერფორმანსი მოაწყვეს, ასევე თემატური პლაკატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ეს დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
π-ს დღე მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: