
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსში, პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-7 კლასელი მერაბ სიხარულიძე. მან, ეროვნული სასახლის ორგანიზებულ, რიგით 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციის გამოცხადებულ კონკურსში თემით „მდგრადი განვითარების მიზნები“ წარმატებით მონაწილეობდა, სადაც გაიმარჯვა.
ის, კონკურსის ფინალურ ტურში, 27 აპრილს თბილისში, პრეზენტაციას წარადგენს. მისი ხელმძღვანელი პედაგოგი თამარ შელეგია გახლავთ.
სკოლა მასწავლებელსა და მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებას ფინალურ ტურში.
იხილეთ ფოტო: