
აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. ბავშვებმა ამ დღის შესახებ საინტერესოდ ისაუბარეს, ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ ასევე თემატური პლაკატები, ნახატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ აუზიტმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები: