წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას სიღრმისეულად ასწავლიან და მათში პატრიოტულ სულისკვეთებას აღვიძებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, მოსწავლეებმა, I-V საუკუნეების საქართველოს ისტორია საინტერესო აქტივობებით გააცოხლეს.
„გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, ვინძლო ქვეყანა არ გააცინო“, „შენმა წინაპარმა იალბუზზე შედგა ფეხი და მოდრიკა“ - აღნიშნული პერიოდს, მათ, ამ და სხვა საინტერესო ფრაზების შემცველი ბუკლეტები, დეტალურად აღწერილი ისტორიული მოვლენები, ვიზუალურად და შინაარსობრივად დატვირთული პრეზენტაციები, მიუძღვნეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - კახაბერ ფიფია და მასწავლებლები.
სკოლაში მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: