
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, VIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლია შუბლაძე) მიმდინარე პროექტის - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, რომელსაც პედაგოგები - ნატო კლდიაშვილი და თეონა თოდაძე ხელმძღვანელობენ, აქცია გამართეს.
ბავშვებმა მოირგეს სპეციალური ფორმები და უსაფრთხოების ზომების დაცვით, ხალისით დაასუფთავეს სკოლის შიდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული პროექტი დედამიწის დაცვის დღესთან დაკავშირებით ხორციელდება, დაგეგმილია მრავალი საინტერესო აქტივობა, ასევე მომზადდება ვიდეორგოლი.
სკოლაში პროექტის მონაწილეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: