
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამას სკოლაში გამართული ჭადრაკის ჩემპიონატიც ადასტურებს. კონკურსი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ ადგილზე გასული მონაწილე დასაჩუქრდა მცირედი საჩუქარით - ჭადრაკით. მეორე და მესამე ადგილოსნებს კი სიგელები გადაეცათ.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა ინტელექტუალური კონკურსები და სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: