ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა ამაღელვებელი ღონისძიება
08-04-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, მათ შორის აღსანიშნავია IIIბ კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი წარმოდგენა, რომელიც გაზაფხულსა და დედის დღეს ეძღვნებოდა.
ღონისძიებას მასწავლებელი გაიანე ასლანიანი ხელმძღვანელობდა, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა მასწავლებლი ანა კარსლიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ფერადი სამოსი და გემოვნებით მოწყობილი დარბაზი სადღესასწაულო განწყობას მეტად ამაღლებდა.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა დედებს ეს დღესასწაული ემოციური სიტყვებით მიულოცეს და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს