ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
08-04-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია მოეწყო, თემაზე - „7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაში დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ VII-X კლასების მოსწავლეები.
სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, ელენა ბუაძემ, და მოსწავლეებმა მსმენელს გააცნეს საინტერესო მასალა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებისა და პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ, ისაუბრეს ჯანდაცვის სიახლეებზე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ჯანმრთელობის საფუძველია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს