არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული უნარების განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს
08-04-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებელთან. 

ამჯერად, პროექტის - „საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითრების სასერტიფიკატო კურსი“, ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს სასწავლო პროგრამა -„ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურის წარმოება ღია და დახურულ გრუნტში“. 

29 მარტს, სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ, არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მენტორი/მასწავლებელი - მალხაზ მერაბიშვილი გახლდათ. პროექტის კოორდინატორი - ქალდა წიკლაური. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის კოლეჯ „აისს“, თანამშრომლობისა და ამ შესაძლებლობისთვის. 

„გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას. გისურვებთ წარმატებას და წინსვლას. დიდი მადლობა კოლეჯ „აისს“ და მის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, მოსწავლეთა ჩართულობისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203