კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული.
მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
ქართული ენის მასწავლებელმა: მედეია ოსიძემ, კიროვაკანის საჯარო სკოლის 1-ლი - მე-2 კლასის მოსწავლეების ჩართულობით მიულოცეს დედების დღე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეთა დედებს.
ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე წარმართეს სადღესასწაულო ღონისძიება, შეასრულეს არაერთი შთამბეჭდავი ნომერი, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
ზეიმის ბოლოს მოსწავლეებმა დედებს გადასცეს სიმბოლური მისალოცი ბარათები და ყვავილები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ეჩვევიან მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, რაც ააქტიურებს მათ სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს, ამაღლებს მათ ცოდნას და საინტერესოს ხდის სასკოლო ცხოვრებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს