მერისის საჯარო სკოლაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
08-04-2024

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეები მსოფლიო დონის მეზღაპრის შემოქმედებას გაეცნენ, ისაუბრეს მისი ზღაპრების გავლენაზე, რომელთა მოტივებზეც თაობები აღიზარდა და რომლებმაც ბავშვობის ბედნიერი წლები უფრო შთამბეჭდავი გახადა. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ მის დაბადების დღეზე, მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. 

1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203