
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
21 მარტს, კლუბი „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“ საქველმოქმედო ფონდ „კარიტასის“ დასავლეთ საქართველოს, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრა.
ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, როგორიცაა: ჭრა-კერვა, ქარგვა, კულინარია, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ავეჯის დამზადების ტექნოლოგიები და სხვა.
კლუბის წევრები გაეცნენ ქარგვის ტექნიკას, დაათვალიერეს ქართული ორნამენტებით შექმნილი ნივთები, რომელებიც იგზავნება იტალიაში, ასევე, გაეცნენ პოლიმერულ თიხაზე მუშაობას და ავეჯის დამზადებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისწავლონ ხეზე როგორც ხელით, ასევე სხვადასხვა დანადგარებთან მუშაობა. თითოეული წევრი დასაჩუქრდა ტელეფონის დასადებით.
სკოლაში „კარიტასის“ დასავლეთ საქართველოს ცენტრს მადლობას უხდიან საინტერესო მასპინძლობისთვის.
„მადლობას ვუხდით „კარიტასის“ დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრს, შეხვედრა იყო საინტერესო და საჭირო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: