ნორჩი მხატვრები ქუთაისის N19 საჯარო სკოლიდან
10-04-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

მათ შორის არიან, VI კლასის მოსწავლეები - ბარბარე ლომთაძე, მათე ქიშმარეიშვილი და რატი ჭოხონელიძე. შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ბავშვები სტუდია „არეალის“ (ხელმძღვანელი ნანა კუბლაშვილი) აღსაზრდელები არიან.

მოსწავლეები თბილისში, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში გამართულ საგაზაფხულო გამოფენაზე, საზოგადოების წინაშე თავიანთი ფერწერული ნამუშევრებით წარდგნენ და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ ნორჩ მხატვრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203