ქუთაისის N19 საჯარო სკოლამ მისაბაძი, აკადემიურად მოტივირებული ახალგაზრდის აღზრდისთვის მადლობის წერილი მიიღო
08-04-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

მათ თავდაუზოგავ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ამის დასტური ისიცაა, რომ სკოლამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პოგრამის - „საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზის“ ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციისაგან სამადლობელი ბარათი მიიღო.

უნივერსიტეტში სკოლას მისაბაძი ყოფაქცევის, მოწესრიგებული და აკადემიურად მოტივირებული კურსდამთავრებულის, დღეს უკვე სტუდენტის - მათე ობოლაძის აღზრდისთვის მადლობას უხდიან.

აღნიშნულმა ჟესტმა მთელი სასკოლო საზოგადოება, განსაკუთრებით კი, მათე ობოლაძის დამრიგებელი ნატო კლდიაშვილი გაახარა. 

„გვიმრავლოს სასახელო აღზრდილები“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203