ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე ჯუნის ცერცვაძემ კარატეში, საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
08-04-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობასა თუ შეჯიბრში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის ჯუნის ცერცვაძის წარმატებით ხარობენ. ის კარატეში გორში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. მოსწავლემ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა, დრო ნაყოფიერად გაატარა. 

შედეგად კი, ჯუნის ცერცვაძემ მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჯუკას“,- სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203