კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მათ ასაკის შესაბამისი დავალებები შეასრულეს. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მათ სპორტულ განვითარებაზე სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგი საბა ბერიძე ზრუნავს.
„ჩვენი სკოლის მიზანია თითოეულ მოსწავლეში გავააქტიუროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხელი შევუწყოთ სპორტისადმი ინტერესის გაძლიერებას“,- განაცხადა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა საბა ბერიძემ, რომელიც მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.
იხილეთ ფოტოები: