
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა მუნიციპალურ თუ რეგიონულ ღონისძიებასა და პროექტში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, გოგონების გუნდი ფეხბურთის რეგიონალურ თამაშში, მასწავლებელ ოლეგი ვაჭარაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლა საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ. ისინი დამეგობრებულ სკოლას შეეჯიბრნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მეორე ადგილი დაიკავეს. მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნონა ძიძიგური იყო.
იხილეთ ფოტოები: