დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საფეხბურთო ტურნირში პირველობა არავის დაუთმო
08-04-2024
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ორგანიზებით, ფეხბურთში შეჯიბრება ჩატარდა. პირველობისთვის იბრძოდა შემდეგი 4 გუნდი :
დანდალოს N1 საჯარო სკოლის გუნდი - „არწივები“;
დანდალოს საჯარო სკოლის გუნდი - „მერცხლები“;
ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის გუნდი - „პირველი მერცხალი“;
ახოს საჯარო სკოლის გუნდი.
თამაშები ძალიან ემოციური იყო და მოთამაშეებს გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილები სტიმულს მატებდა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. პირველი ადგილი კი დანდალოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა არავის დაუთმო და გარდამავალი თასი ისევ სკოლაში დარჩა.
აღსანიშნავია, რომ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან ფეხბურთის წრე ფუნქციონირებს, რომელსაც გამოცდილი ტრენერი - გიორგი შავლიძე ხელმძღვანელობს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწორედ მისი დამსახურებაა ღონისძიების ორგანიზება და ბავშვების წარმატება.
სკოლის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები მადლობას უხდიან გიორგი შავლიძეს, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის. დირექცია და მასწავლებლები კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის გუნდს გამარჯვებას და უსურვებენ წარმატებას. ასევე, მადლობას უხდიან ყველა გუნდსა და სკოლებს, შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს