დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი ლიტერატურული კონკურსის ფინალშია
08-04-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მიზანდასახული მოსაწავლეები სწავლობენ, რომლებიც მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. 

ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეთა გუნდი - „წიგნთამჭვრეტელნი“ და „დაუმარცხებელი ხუთეული“ „სულაკაურის გამომცემლობის“ კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი“ მონაწილეობს. გუნდების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ გორგაძეა.

აღნიშნული კონკურსი სამი ტურისგან შედგება. მონაწილეები თითოეულ ეტაპზე გამომცემლობის შერჩეულ წიგნებს კითხულობენ და ვიქტორინისთვის ემზადებიან. სკოლის გუნდებმა ორივე ტურში წარმატებით იასპარეზეს და ბოლო ეტაპზე გადავიდნენ, რომელიც 18 მაისს გაიმართება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეორე ტურში ორივე გუნდმა მაქსიმალური, 30 ქულა, დააგროვა.

გუნდ „წიგნთამჭვრეტელნის“ წევრები არიან - ელენე მინდიაშვილი, მარიამ გოჯიაშვილი, ნოდარ არჩემაშვილი, ელენე მეჭიაური, თეკლა ლობჟანიძე, ხოლო გუნდ „დაუმარცხებელი ხუთეულის“ შემადგენლობაში ირიცხებიან - ნინო ქისტაშვილი, თამარ წამალაშვილი, ლექსო პატურაშვილი, მარიამ ყურშავიშვილი, ანი წაქაძე.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და მესამე ტურში გამარჯვებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203