მესტიის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-04-2024
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშს უმასპინძლა.
თამაში - „რა? სად? როდის? -ევროპის შესახებ“, 6 აპრილს გაიმართა, EU4 GEORGIA 4 COMUNICATING THE EUROPIAN UNION IN GEORGIA -ის ორგანიზებით, რომლის წამყვანიც ზაზა მანია გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ თამაშში მუნიციპალიტეტის სკოლების 13 გუნდი მონაწილეობდა. როგოც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილე გუნდებმა ძალიან ძლიერი თამაში აჩვენეს.
შედეგები კი ასეთია:
I ადგილი - მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა;
II ადგილი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა;
III ადგილი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სკოლაში მოსწვალეთა წარმატებით ამაყობენ, მათ წინსვლასა და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.