გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული იგავ-არაკების პერსონაჟები ჩრდილების თეატრის დახმარებით გააცოცხლეს
08-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწვალეების ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას და განსაკუთრებით, მათი თეატრით დაინტერესებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების ამ უძველესი მიმართულების წარმოშობისა და განვითარების ისტორიის გაცნობა დაისახეს მიზნად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩრდილების თეატრით და გადაწყვიტეს, ხელის მოძრაობით თავადაც გაეცოცხლებინათ ქართული იგავ-არაკების პერსონაჟები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ედიბერიძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203