
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაერთი კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-6 კლასელი გაბრიელ ბასილაძე, რომელმაც „ტვინების ბრძოლის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა. ის საგნობრივი ოლიმპიადის, ქართული ენის ტურის გამარჯვებული გახდა.
მოსწავლემ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა. მას ამ გამარჯვებამ დიდი სიხარული მიანიჭა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონ გაბრიელს ამ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: