წარმტაცი საზეიმო ღონისძიება ბუთურაულის საჯარო სკოლაში
08-04-2024
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან. 

მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს დედებისა და ქალბატონებისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახირეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტი, ტურიზმისა და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მურად მიქელაძე და ჟურნალისტი ოთარ ცინარიძე, რომლებმაც ისაუბრეს ქალბატონების როლზე საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, ქალბატონ პედაგოგებს მიულოცეს დედის დღე. 

ღონისძიების ბოლოს კი, სრულიად სასკოლო საზოგადოებამ, სტუმრებთან ერთად, სკოლის დირექტორს ბულბული მგელაძეს საუბილეო თარიღი დიდი პატივისცემით მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203