ხონის N4 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
ხონის N4 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა. საერთაშორისო კამპანიას მე-2 კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი თამარ ბოჭორიშვილი შეუერთდნენ. პედაგოგმა და მოსწავლეებმა
ისაუბრეს სპექტრის შესახებ და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდნენ სწორ ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე.
მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ფერწერული ნამუშევრები შექმნეს, ფერადი ფანქრებით თავიანთი გრძნობები და ემოციები გადმოსცეს და თავიანთი ნამუშევრები საკლასო სივრცეში განათავსეს.
მოსწავლეებისთვის დღე ძალინ საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: