„ფესვები“ - მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი ხონის N4 საჯარო სკოლაში
08-04-2024
ხონის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ფესვები“, განხორციელდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მოსწავლეთა მორალური და ემოციური ინტელექტის განვითარებას ისახავდა მიზნად.
პროექტში მონაწილეობდნენ მეხუთეკლასელები, რომლებმაც დასკვნით ღონისძიებაზე მიიწვიეს თავიანთი ბებია-ბაბუები, მშობლები და პედაგოგები. აუდიტორიას კი, მინისპექტაკლი ნოდარ დუმბაძის - „სისხლის“ მიხედვით წარუდგინეს.
მოსწავლეებმა ასევე, ბებიებსა და ბაბუებს თავიანთი ესეები წაუკითხეს და შეასრულეს ქართული ხალხური და ევროპული ცეკვები, რამაც დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მაია ბოკუჩავა და ელიზა ჩიხლაძე. პროექტის მხარდამჭრი კი, სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი გახლდათ.