ბორბალოს საჯარო სკოლაში ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა 
08-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი  ჩატარდა.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203