ნენიის საჯარო სკოლის გუნდმა ფეხბურთში, მუნიციპალურ პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის დადასტურებაა ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. ისინი ფეხბურთში (U17) შუახევის მუნიციპალიტეტის პირველობაში მონაწილეობდნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და სკოლა ასახელეს.
მათ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბარათაული ანგარიშით, 2-1 დაამარცხეს. ზოგადად კი, მეოთხედფინალური შეხვედრები შემდეგი ანაგარიშით დამთავრდა:
- შუახევი - ბარათაული 2-1;
- ხიჭაური - ხაბელაშვილები 3-1;
- ნიგაზეული/ნენია- წყაროთა 4-3.
იხილეთ ფოტოები: