საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს უფასო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდათ
05-04-2024

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ექიმებმა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაუტარეს. 

ოფთალმოლოგებმა, გამოკვლევა 5 აპრილს ჩაატარეს. ამასთან სასკოლო საზოგადოებას შემდგომი მომსახურებისთვის ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცა. 

სკოლის დირექტორი მანანა შამხალაშვილი სკოლის სახელით მადლობას უხდის ექიმსა და კლინიკას შეღავათისა და შესაძლებლობისთვის

აღსანიშნავია, სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203