კარაპეტის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
05-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საჯაროდ კითხვის დღეც საზეიმოდ აღინიშნა, გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

​მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი და გამორჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და წაკითხულის ირგვლივ იმსჯელეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203