პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში პედაგოგ ანაჰიტ ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
08-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებითა და ნაყოფიერად მიმდინარეობს - იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა. 

ერთ-ერთი ასეთი სომხური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო, რომელიც სომხური ენის მასწავლებლის - ანაჰიტ ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მე-4, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ნამდვილი ნიჭის ზეიმი უჩვენეს. 

მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიებამ ნამდვილად დიდი წარმატებით ჩაიარა და თითოეული მონაწილისთვის დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203