პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
08-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვანი თარიღებიც თემატურად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში ქალთა და სილამაზის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს - მშობლებსა და მასწავლებლებს დღესასწაული მიულოცეს.

მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და მინი სპექტაკლები გაითამაშეს. პატარა მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საყვარელი ადამიანების გახარება შეძლეს. ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ გაიანე ღუმაშიანი, რომელიც მოსწავლეთა გააქტიურებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა შესაბამისად მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203