„გაკვეთილი მივუძღვენით ინტელექტუალურ თამაშებს“ - წყალტუბოს N1 სკოლის VI კლასის მოსწავლეები სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ​
08-04-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლის ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარათონი გაიმართა. VI კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი ნატო ჯოხაძე)  eTwinning-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობით გამოეხმაურენ და საკლასო ოთახიდან შეუერთდნენ. 

გაკვეთილი ინტელექტუალურ თამაშებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ჭადრაკისათვის საჭირო სტრატეგიები და ტერმინები ინგლისურ ენაზე განიხილეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„გაკვეთილი მივუძღვენით ინტელექტუალურ თამაშებს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოზარდთა განვითარებაში, რისთვისაც საჭიროა მოსწავლეები აღიჭურვონ ცხოვრებისეული, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. განვიხილეთ ჭადრაკისათვის საჭირო სტრატეგიები და ტერმინები ინგლისურ ენაზე, რათა დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მომავალში შეძლონ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ტენდენციად იქცა და ცნობილია E-sport-ის სახელწოდებით“,- წერს ინგლისურის მასწავლებელი ნინო ცხაკაია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203