„სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებს მისცეს ევროპული დონის განათლება“ -ქუთაისის N17 სკოლის მოწაფეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ
08-04-2024

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საერთაშორიო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ბავშვები მიღებულ გამოცდილებას, სკოლაში, მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმით უზიარებენ.

ამჯერად, სკოლის დელეგაცია, ოთხკაციანი შემადგენლობით - მოსწავლეები: ანდრია გვეტაძე, ეკატერინე კანკავა და ანასტასია ბიწაძე, მასწავლებელ თეა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით, პოლონეთის ქალაქ პოზნანში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. ვიზიტი პოლონურმა მხარემ დააფინანსა.

ისინი მონაწილეობდნენ პოზნანში გამართულ კონფერენციებში, შეხვედრებში და დეტალურად გაეცნენ ევროპული განათლების სისტემას.

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება აქვთ, პოლონეთში მიღებული გამოცდილება გაუზიარონ თანატოლებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრები გაიმართა, ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლასა და ქალაქ პოზნანის მე-15 ლიცეუმთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2023 წლის ნოემბერში სკოლის დირექტორის მ/შ გიორგი ოსაძის პირადი ინიციატივით. 

„ჩვენი სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებს მისცეს ევროპული დონის განათლება, ასევე გზა გაუხსნას მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, სადაც ისინი მიიღებენ ხარისხიან განათლებას“, - აღნიშნვენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203