ტყემლანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ბიოლოგიის ღია გაკვეთილი 
05-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის გაზრდის მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასში ჩატარებული ბიოლოგიის საინტერესო ღია გაკვეთილი თემაზე -  „სისხლის კომპონენტები, სისხლის ჯგუფები და შედედება“, რომელსაც პედაგოგი თეონა ბლიაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მათ შეასრულეს სავარჯიშოები და წარდგინეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203