„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეთა საოცარი გამოცდილება და საერთაშორისო კონფერენციაზე მოპოვებული ერთი ოქროსა და ხუთი ვერცხლის მედალი
05-04-2024
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და წარმატებულ ადამიანებად აყალიბებს. 

ამის დადასტურება კი მოსწავლეთა მიღწევებია. ახლაც, სკოლაში მათი წარმატებით ხარობენ. 2024 წლის 22-31 მარტს ტუნისში, ქალაქ მადიაში საერთაშორისო კონფერენცია - I-FEST 2024 გაიმართა, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე პროექტი იყო წარდგენილი.

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკონფერენციო ნაშრომები დაიცვეს ფიზიკის, ბიოლოგიის და მათემატიკის თანამედროვე და აქტუალურ გამოწვევებზე. I-FEST-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მოსწავლეების თემებმა ერთი ოქროსა და ხუთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოქროს მედლით დაჯილდოებული პროექტი, 500-მდე პროექტს შორის, საუკეთესო ათეულში მოხვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, I-FEST-ში მონაწილეობამ საოცარი გამოცდილება შესძინა თითოეულ მოსწავლეს პროფესიული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე, რაშიც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს - მამუკა მესხიშვილს. სკოლაში, მას ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობისთვის, ყველა მონაწილის სახელით, უდიდეს მადლობას უხდიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203