
„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახლახან, „ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი - მათემატიკა ინგლისურად.
გაკვეთილი ორი საგნის მათემატიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებით წარიმართა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
მოსწავლეებისთვის პროექტ-გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აღმოჩნდა.
პედაგოგებმა - გურანდა სხილაძემ და სოფიო ოდიკაძემ მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზეს.
იხილეთ ფოტოები: