
„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-8 კლასში სისხლის გადასხმის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიოლოგიაში განხორციელდა პროექტი თემაზე - „გაეცი სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“.
პროექტს ესწრებოდა ზესტაფონის დონაციის ცენტრის მენეჯერი თეა კვანტრიშვილი.
პროექტს მასწავლებელი ნათია შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ „ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ მოხალისეობრივი საქმიანობა წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები: