„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მე-4 კლასელებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილით აღნიშნეს
08-04-2024

„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში, არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარული აქტივობებით დატვირთული ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილით. 

პროექტ-გაკვეთილი საგნების - ქართული ენა/ლიტერატურა და ინგლისური ენა ინტეგრირებით განხორციელდა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მარია პარის მოთხრობის - „ვაფლის გულები“ წაკითხვის შემდეგ ვაფლი გამოაცხვეს. 

პროექტ-გაკვეთილს მასწავლებლები - ქეთევან კვესიტაძე და ირინე ბეროზაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

„საკლასო ოთახში სასიამოვნო ვაფლის სურნელი ტრიალებდა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რადგან მოსწავლეებმა წაიკითხეს ნორვეგიელი საბავშვო მწერლის - მარია პარის მოთხრობა „ვაფლის გულები“, - გვიყვებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203