„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
05-04-2024
„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“, საქართველოს თავდაცვის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე და სერჟანტი გიორგი პეტრიაშვილი.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატის სახით თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობების, სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრნენ.

მოსწავლეებმა საქართველის ეროვნული გმირების ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების შესაძლებლობა მისცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203