„ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ - ქსოვრისის საჯარო სკოლაში რენე დაკარტის დაბადების დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
05-04-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის IX და XI კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს მსოფლიოში ცნობილი, გამოჩენილი მათემატიკოსის, „მათემატიკის მამად“ წოდებული ფრანგი მეცნიერის - რენე დაკარტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პროექტი „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“.

მოსწავლეებმა კლასში, წარადგინეს პრეზენტაციები მეცნიერის დამსახურებების შესახებ, აჩვენეს ვიდეორგოლი, გამოთქვეს მისი ცნობილი ფილოსოფიური გამონათქვამები და შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა.

პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი ჯულიეტა ახალკაცი. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექციის წარმომადგენლები.

ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203