მუსხის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
05-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინა ინასარიძე, კლუბის წევრები,მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

ბავშვებმა ღონისძიებაზე ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203