„მალე დიდ ასპარეზზე გასვლა მოგველოცოს“ - დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულია 
05-04-2024

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდმა, სპორტულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. 

„პირუთვნელად შეგვიძლია თქმა - მშობლების შემდეგ აღსაზრდელების წარმატება განსაკუთრებულად უხარია სკოლას, პედკოლექტივს - ასე გაგვახარა მიმდინარე წლის 4 აპრილს სკოლის ფეხბურთის გუნდმა“ ,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ პატარა სპორტსმენების წარმატებით. 

გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირია: გოგა გულედანი, სანდრო ჯაფარიძე, ნოდარ ჯაფარიძე, დათო გულედანი, გიორგი ფილფანი, საბა ჯაფარიძე, დათო აფრასიძე, რეზი ჯაფარიძე და დათო ჯაფარიძე.

სკოლაში მადლობა უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს, რეგიონის სკოლების აქტიური ჩართულობისთვის სპორტის ისეთ პოპულარულ სახეობაში, როგორიცაა ფეხბურთი.

„მალე დიდ ასპარეზზე გასვლა მოგველოცოს ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203