„ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“ -  ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
08-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს საინტერესო პროექტით ისწავლიან. 

სამოქალაქო განათლების ფარგლებში, სკოლაში, ახლახან, დაიწყო განხორციელება მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის სახელწოდებით - „ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“.

„პროექტის მიზანია ახალგაზრდა ბენეფიციარებს შევძინოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ეფექტიანი და სასარგებლო ქცევის მიმართულებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გრანტის ფარგლებში სკოლა აღიჭურვა საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი ინვენტარით. პროექტში ჩართულნი არიან მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.

პროექტის პირველი აქტივობა უკვე გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელმა მაია მაჭარაძემ ჩაატარა საჩვენებელი ლექცია, სადაც ხელმძღვანელმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა საკითხის არსი და წარმოადგინა მისი მნიშვნელობის ილუსტრაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203