„ქართლის ბედი თუ უბედობა“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ხონის N2 საჯარო სკოლაში
05-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტ-გაკვეთილი - „ქართლის ბედი თუ უბედობა“, გაიმართა. 

პროექტი მე-9 კლასში, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“, შესწავლის შემდეგ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა, გაკვეთილზე მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარადგინეს და განიხილეს საკითხები:

ბარათაშვილის გენეალოგია; მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მდგომარეობა; მეფე ერეკლე; გეორგიევსკის ტრაქტატი; „ბედი ქართლისა“, როგორც ბარათაშვილის პროექტი.

ასევე მოსწავლეებმა, პოემის მიხედვით დაწერილი სცენარი სასკოლო საზოგადოებას გააცნეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტ-გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203