ქუთაისის N1 სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
08-04-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტი და შეხვედრა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში, პროექტი - „ფინანსური განათლება მარტივად“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

მოსწავლეები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციას დაესწრნენ. ისინი ფინანსური განათლების შესახებ იმ ძირითად საკითხებს გაეცნენ, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და პრეზენტაციები მოსწავლეეებს საბაზისო ცხოვრებისეულ უნარებს სძენს და პირადი ფინანსების მართვას ასწავლის.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203